ახლი სანქციები რუსეთისთვის – მსოფლიო პუტინის წინაღმდეგ | 05.04.2022

კვირის ბოლოს ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელი კიევში ჩავლენ და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. შაბათს კი ისინი პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში, ჩავლენ, უკრაინის მხარდამჭერ მარათონში მონაწილეობის მისაღებად. უცნობია, მოესწრება თუ არა ევროპელი ლიდერების კიევში ჩასვლამდე რუსეთისადმი დამატებითი სანქციების ამოქმედება, რის აუცილებლობაზეც ევროკავშირის წარმომადგენლები საუბრობენ ბუჩაში ნანახის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთის ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე სრული ემბარგოს შემოღებას განიხილავს, საუბარი შეეხება ასევე რუსული გემებისთვის ევროპის პორტებში შესვლის აკრძალვას.

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დენ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის უკრაინაში გამომძიებელთა ერთობლივი ბრიგადები ევროპოლიდან და ევროიუსტიდან გაგზავნოს რათა დოკუმენტურად დაადასტუროს სამხედრო დანაშაულები. გამომძიებლების მუშაობა უკრაინის გენპროკურატურასთან იქნება კოორდინირებული. მანამდე კი  გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ მოხდება მოკლულთა ცხედრების ეგსგუმაცია და იდენტიფიცირება, რათა გარანტირებული იყოს სამხედრო დანაშაულების სწორი გამოძიება.

“ბუჩას შოკისმომგვრელი სურათები კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დანაშაულს სჩადის” – ასეთია თეთრი სახლის პოზიცია. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ამ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დაყენებისთვის შტატები აქტიურად მუშაობს.

ბუჩის ქუჩებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ფოტოებმა და ვიდეოებმა საერთაშორისო საზოგადოების შოკი და რუსული ჯარების ქმედებების დაგმობა გამოიწვია, რომლებსაც ამ მკვლელობაში ედებათ ბრალი. კრემლის რეაქცია ადვილად პროგნოზირებადი იყო: მან ამ ფაქტებს ფეიკი, დადგმა და პროვოკაცია უწოდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები