საკადრო ცვლილებები მთავრობაში- ღარიბაშვილმა ზალკალიანი თანამდებობიდან გადააყენა | 04.04.2022

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრი,  დავით ზალკალიანი თანამდებობიდან გადააყენა. ზალკანიანი  აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება.  საგარეო საქმეთა მინისტრად პრემიერმა  ილია დარჩიაშვილი დანიშნა, ის ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.   განცხადება პრემიერმა დღეს  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ღარიბაშვილმა ზალკალიანს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ როცა მთავრობა ამერიკაში ელჩად, მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს ნიშნავს, ამით ყველაფერი ნათქვამია. თანამდებობიდან  გადამდგარი მინისტრი პირობას დებს, რომ  ელჩობის პერიოდში აშშ-სთან თანამშრომლობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები