აშშ არ აღიარებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფის მცდელობის შედეგებს-სახელმწიფო დეპარტამენტი | 01.04.2022

“ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს რუსეთის, ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფის მცდელობის შედეგებს,” – ეს განცხადება  სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა  მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებული იდეის შესახებ.

“მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, შეასრულოს საქართველოსთან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე.  არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები „სამხრეთ ოსეთის“ მომავალზე, რომელიც საქართველოს ნაწილია.  ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტული ძალისხმევის შედეგებს, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფისკენ. ვადასტურებთ ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” – ნედ პრაისი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები