“აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მხარდაჭერა გამოვუცხადო” | 30.03.2022

“აქ ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადო, როგორც პოლონეთის სახელმწიფოს, ასევე ეუთოს სახელით,” – განცხადება  ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტთან ვიზიტის დროს გააკეთა.  ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის საკითხებზე ისაუბრეს.  როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელსაც პოლონეთი უკრაინისა და უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად დგამს, აჩვენებს, რომ პოლონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები