“რაც უფრი დიდ ხანს იქნება სააკაშვილი ციხეში, მით ნაკლებ ზიანს მიაყენებს საქართცველოს და უკრაინასაც” | 28.03.2022

“ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკით დაიწყო დღეს  საგანგებო ბრიფინგი, ქართული ოცნების თავჯდომარემ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც მისი შეფასებით,  “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა  უკრაინაში მორიგი ვიზიტი გამართეს. კობახიძე  სავარაუდოდ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის  იმ განცხადებაზე საუბრობს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ თუ დნესტრისპირეთი  და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს უკრაინას აუცილებლად დაეხმარება. მმართველი პარტიის თავჯდომარის შეფასებით,  “ნაციონალური მოძრაობის”  მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის მიზანი – უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა. ამბობს, რომ  საქართველო  მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული რჩება და წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები