ამათ მართლა სრული დეგენერატები ხომ არ ვგონივართ?! ამ ერთუჯრედიან ამებებს?! – მიხეილ სააკაშვილი | 28.03.2022

საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილის მორიგი პოლიტიკური განცხადებები ხმაურის მიზეზი გახდა. 7 ნოემბრის საქმის პროცესზე მესამე პრეზიდენტმა საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობაზე ემოციურად ისაუბრა, რის გამოც მოსამართლეთა კოლეგიისგან შენიშვნა რამდენჯერმე მიიღო.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს  2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით  პატიმრობას ითვალისწინებს.  ამ  საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი,  ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები