ნაადრევი ზეიმი- შოთაძე ევროსასამართლოს მიერ სააკაშვილის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე | 25.03.2022

“ნაადრევი ზეიმი” – ასე აფასებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  სარჩელის –  წარმოებაში მიღებას საქართველოს გენერალური პროკურორი. ირაკლი შოთაძე   აცხადებს, რომ  ამ ეტაპზე სააკაშვილის დაცვის მხარის გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს. შოთაძემ ასევე ისაუბრა იმ საქმეებზე, რომლებშიც სააკაშვილი ბრალდებული და მსჯავრდებულია.

პროკურორ გიორგი მუჯირის ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის  სარჩელის წარდგენისას დაცვის მხარემ ვადები დაარღვია. პროკურორი ამბობს, რომ სააკაშვილის სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში 2 თვის დაგვიანებით გაიგზავნა.

საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გუშინ განაცხადა. რატი ბრეგაძის ინფორმაციით,  საქმეში, რომელიც ვალერი გელაშვილის ეპიზოდსა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებას გულისხმობს, საქართველოს ძალიან მყარი არგუმენტები აქვს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები