ნატო-საქართველოს სამეთაურო საშტაბო სწავლება თბილისში | 24.03.2022

ნატო-საქართველოს სამეთაურო საშტაბო სწავლება თბილისში. ღონისძიების მიმდინარეობას  მთავრობის მეთაური, პარლამენტის თავჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები  და პრეზიდენტი გაეცნენ. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ  მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის რთულ პერიოდში ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობის უწყვეტი განვითარება და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლება  დღეს აუცილებელია​. პრეზიდენტი თვლის, რომ  ალიანსის წევრი  და პარტნიორი ქვეყნების 560-ზე მეტი სამხედროს მონაწილეობა სწავლებაში რუსეთის მრავალგზის მუქარაზე პასუხია. ღონისძიების მონაწილეებმა  მოისმინეს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის ვიდეომიმართვები. ღონისძიების დაწყებამდე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები