ყველას ვერ გაგვაჩუმებთ…მძულს თქვენი ხელისუფლება – ალექსი ნავალნი სასამართლო პროცესზე | 22.03.2022

“მძულს თქვენი ხელისუფლება და მეზიზღება თქვენი სასამართლო სისტემა… ყველას ვერ გაგვაჩუმებთ” – ამ სიტყევით მიმართა დღეს მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონულ სასამართლოს რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ. ის  სასამართლომ თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, უკვე იხდის სასჯელს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უკანონოდ აღიარებულ ე.წ. “ივ როშეს” საქმეზე.  ნავალნი ბრალს არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნევს. სასამართლო სხდომის გასაშუქებლად მედიის 100-მდე წარმომადგენელი მივიდა, თუმცა მათ სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

“როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ იქნებოდა ომი უკრაინასთან ჩვენ გიჟებს გვეძახდნენ,ახლა კი ვხედავთ როგორ იშლება ჩვენი ქვეყანა, ეს იმიტომ რომ ხელისუფლებაში გვყავს, ბოროტი, დაუნდობელი, შეუბრალებელი ადამიანები, სულელი ადამიანები. მათ არაფერი იციან და არავინ ეცოდებათ. რაც არ უნდა ეცადონ და შეფუთონ შექმნილი პრობლემები პატრიოტიზმით, ნათელია, რომ პროცესები უდიდესი საფრთხეა ჩვენთვის. ყველა ჩვენგანის მოვალეობაა ამ ომის წინააღმდეგ იბრძოს. რა შეიძლება გავაკეთოთ გარდა იმისა, რომ ვიდგეთ პლაკატებით -არა ომს? აქ გავიხსენებთ უდიდესი მწერლისს, ლევ ტოლსტოის ჩანაწერებს, რომელშიც ის წერს, რომ  ომი დესპოტიზმის გამოვლინებაა. რომ არა დესპოტიზმი, არ იქნებოდა ომი. მათ ვისაც უნდათ ებრძოლონ ომს, უნდა ებრძოლონ დესპოტიზმს,” – ალექსეი ნავალნი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები