მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ | 21.03.2022

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილს  საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის, სახელუფლებო პარტიამ სასამართლოში სარჩელის შეტანის პროცედურის გამარტივებაც დაიწყო.  ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შედის და ის ბიუროზე ხვალ დარეგისტრირდება. ცვლილებები მმართველ პარტიას მისცემს  შესაძლებლობას, იმპიჩმენტის გარეშე, პრეზიდენტის  მიმართ დავა დაიწყოს. დავის მიზეზი კი ის ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას”  მის მიერ წარდგენილი  ელჩების დანიშვნაზე უარს ეუბნება. მმართველი პარტია გაბრაზებულია იმის გამოც, რომ პრეზიდენტი ევროპაში ოფიციალური ვიზიტებზე პირადი გადაწყვეტილებით წავიდა.

“ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება  ოპოზიციას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ პრეზიდენტსა და “ქართულ ოცნებას” შორის უკვე სერიოზული განხეთქილებაა. ამბობენ, რომ ხელისუფლება პრეზიდენტ  ზურაბიშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებსაც  არ პატიობს,  რის გამოც ახლა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას და ზურაბიშვილზე შურისძიებას ცდილობენ.

მოქმედ კანონმდებლობაში, იმპიჩმენტის პროცედურის მიღმა, არ არსებობს მექანიზმი ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ  სამართლებრიცი დავის დაწყებისთვის. სწორედ ამიტომ, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, კანონში ცვლილება შეიტანოს.  მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის არსებული უთახმიება კი თვალსაჩინო, 14 მარტს, პარლამენტში, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის დღეს გახდა. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მმართველ პარტიას გამდებაობა დაუწუნა და თქვა, რომ “ოცნება” სცოდავს, როცა ვერ ბედავს  გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ზურაბიშვილმა ისაუბრა  ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ შეზღუდვების დაწესებაზეც  და აღნიშნა, რომ  26 თებერვალს  მას უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. ზურაბიშვილის თქმით, იძულებული გახდა, პირადი კონტაქტები გამოეყენებინა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები