არ არის საჭირო გარდაცვლილი ბიჭებით მანიპულირება საზოგადოების ემოციებსა და გრძნობებზე – ირაკლი ღარიბაშვილი | 21.03.2022

დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან და როცა მომეცა საშუალება გამოვხატე პოზიცია” – ასე უპასუხა პრემიერმა ღარიბაშვილმა კითხვას, რატომ არ მიუსამძიმრა ამ დრომდე, უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს. კითხვაზე, მიანიჭებენ თუ არა ეროვნული გმირის წოდებას გარდაცვლილებს, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ უნდა შეყდეს,  გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით სპეკულირება. შეგახსენებთ, რომ  ოკუპანტების აგრესიას  უკრაინაში სამი ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ირაკლი ღარიბაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ უკრაინის მხარდაჭერ მასშტაბურ აქციებს “ანტისახელმწიფოებრივს” უწოდებს. მისი თქმით, ომის პერიოდში მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ გამართულა აქციები და “არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. მისივე მტკიცებით, ეს აქციები იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც “წლებია ატარებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ, მოღალატოებრივ პოლიტიკას.

პრემიერ-მინისტრს არც დღეს დავიწყებია 2008 წლის აგვისტოს ომის ხსენება. მან მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ  ადამიანი, რომელმაც მაშინ  სიმხდალე ჩაიდინა, ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის სიყვარულს არ უნდა ასწავლიდეს. განცხადებები მთავრობის მეთაურმა დღეს მარნეულში გააკეთა, სადაც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები