„ქართული ოცნება“ პარლამენტში ზელენსკის მიმართვაზე უარს აბობს | 18.03.2022

პარლამენტის თავმჯდომარე, ისტერიას უწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლების სურვილს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს მიმართოს.  შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ თქვა ეს ინიციატივა აბსურდულია და ამ საკითხების დაყენება  არ განიხილება. პარლამენტის პირველი სპიკერი  ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტს არა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არამედ „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართეს. პარლამენტის თავმჯდომარე ისევ ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ნაწილის მიზანი მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევაა.

ინიციატივა, რომ  საკანონმდებლო ორგანოში ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა გაჟღერებულიყო,  ფრაქცია “ლელომ” სასესიო დარბაზში ჯერ კიდევ გუშინ გაახმოვანა. დღეს კი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური წერილითაც მიმართეს. თუმცა გაირკვა, რომ ოპოზიციას მმართველი გუნდი უარით პასუხობს. უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტი არ მოუსმენს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები