საგანგებო ბრიფინგი უკრაინის საელჩოში და დროებითი რწმუნებულის ინფორმაცია | 18.03.2022

კიევის ოლქში ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვას  საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ეხმაურება. როგორც ანდრეი კასიანოვი  განმარტავს, უკრაინა საქართველოს გვერდში დგომას ყოველთვის გრძნობს.

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სომხეთიდან უკრაინაში დამატებით ჯარს აგზავნის. როგორც მან უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსულ ჯარს აქვს პრობლემები შევსებასთან დაკავშირებით.  უკრაინის დროებითი  რწმუნებულის განცხადებით, უკრაინაში გართულებულია საკვებით, მედიკამენტებით და საჭირო ნივთებით მოსახლეობის მომარაგება. კასიანოვი ამბობს, რომ მხოლოდ ნაწილობრივ ხერხდება მარიუპოლიდან და ხარკოვიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე  უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა თქვა, რომ  უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ფიზიკურად იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით.  იგორ დოლგოვი ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან და საქართველოს ხელისუფლებას ეცნობება, როდის გააგრძელებს ის უფლებამოსილების შესრულებას.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები