გზავნილები ევროპული ოჯახიდან – პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში | 17.03.2022

გზავნილები ევროპული ოჯახიდან. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე და ევროკავშირში ინეგრაციის გზაზე ისაუბრა.  პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთს მკაცრი სანქციები უნდა დაუწესდეს.

“რუსეთის დღევანდელი აგრესია არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ, ორივე ერი, ვაფასებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს აგრესია შევაჩეროთ. რა შეიძლება გავაკეთოთ? სანქციები, რომელიც იყო მიღებული ევროკომისიის მხრიდან, პოლონეთი ამ სანქციების ინიცირებას აკეთებს, გვინდა, გავაღრმავოთ სანქციები. თითოეულ დანგრეულ სახლს კიდევ ერთი სანქცია უნდა ემატებოდეს. რუსეთის ეს ბარბაროსული მიდგომა უკრაინის მიმართ არ არის მისაღები. არის ხმები, რომ თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული ამ სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს,” – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ აგვისტოს ომზე ისაუბრა, ახსენა  პოლონეთის პრეზიდენტისა და ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა.  მთავრობის მეთაურს არ დავიწყებია არც  საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ხსენება. თქვა რომ 2008 წლის აგვისტოს  ომის დროს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები  არც მსოფლიო ლიდერებს და არც ნაციონალურ მოძრაობის  ხელისუფლებას  დაუწესებია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები