რისი უფლება ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს და რისი – არა – “ოცნება” პრეზიდენტის წინააღმდეგ | 16.03.2022

რისი უფლება ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს და რისი – არა – ამას პოლიტიკური სპექტრი მეორე დღეა აფასებს. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა რომ ქვეყნის მთავარსარდალს ხელისუფლება კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. “ქართული ოცნების” განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის განმავლობაში ელჩისა თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი მთავრობას არაერთხელ უთხრა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. ამასთან, მმართველი პარტიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა დასავლეთში ვიზიტები მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ქართული ოცნების შეფასებით, ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია.

უთანხმოება  პრეზიდენტსა და მმართველოს გუნდს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე ზურაბიშვილი  პარლამენტის წინაშე  ყოველწლიური ანგარიშით  წარსდგა. პრეზიდენტი საპარლამენტო ტრიბუნიდან  ხელისუფლებას  ღიად დაუპირისპირდა,  სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ “ქართული ოცნება” სცოდავს, როცა ვერ ბედავს  გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ზურაბიშვილმა ისაუბრა  ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ შეზღუდვების დაწესებაზეც  და თქვა, რომ  26 თებერვალს უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. ზურაბიშვილის თქმით, იძულებული გახდა, პირადი კონტაქტები გამოეყენებინა.   როგორც დაანონსდა,  ურთიერთბრალდებების შემდეგ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სალომე ზურაბიშვილს ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მოუწევს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები