“ჩვენი ხელისუფლება ცდილობს გადაარჩინოს რუსული ეკონომიკა”- ნაცმოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთის აქცია | 14.03.2022

“გამკაცრდეს კანონი, რომ  რუსული კომპანიები ქვეყანაში ტენდერებში მონაწილეობას ვერ იღებდნენ” – ამ მოთხოვნით, ეკონომიკის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლებას და მოითხოვენ, რომ რუსულ კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის მიღება აეკრძალოთ. მათი თქმით, ქვეყანაში 7 ათასზე მეტი რუსული კომპანიაა რეგისტრირებული, რაც აჩენს რისკს, რომ ეს კომპანიები ტენდერებში გამოჩნდებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები