ფრანგმა აქტივისტმა პუტინის ქალიშვილის ვილაზე უკრაინის დროშა ააფრიალა | 14.03.2022

ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ქალიშვილის ვილაზე, უკრაინის დროშა ფრიალებს. საკურორტო ქალაქ ბიარიცში, ვილა „ალტა მირა“-ზე რომელიც,რუსეთის პრეზიდენტის შვილის საკუთრებაშია, დღეს ფრანგი აქტივისტი პიერ აფნერი შეიჭრა და უკრაინის დროშა ააფრიალა.  პიერ აფნერმა უცხოურ მედიას  განუცხადა, რომ საკეტები გამოცვალა და ვილა მზად არის მიიღოს პუტინის რეჟიმს გაქცეული ადამიანები, უპირველეს ყოვლისა კი, უკრაინელი ლტოლვილები. აქტივისტმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი ვილის აივანზე დგას უკრაინის დროშით ხელში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები