პეტიცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ- მოქალაქეები მძიმე ფინანსური სანქციების დაწესებას ითხოვენ | 11.03.2022

პეტიცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – რუსი ოლიგარქების შემდეგ, მძიმე ფინანსური სანქციების დაწესებას მოქალაქეები  “ქართული ოცნების” დამფუძენებლისთის ითხოვენ.  პეტიციას ხელს საქართველოში და ქვეყნის გარეთ მცხოვრები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები აწერენ. ამბობენ, რომ უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ ღიად გადადგა ნაბიჯები პუტინის რეჟიმის მხარდასაჭერად.  ფინანსური სასჯელის დაწესების მთავარ მიზეზად  პეტიციის ხელმომწერები სწორედ  კრემლთან ივანიშვილის  მჭიდრო კაშავირებს ასახელებენ.  საუბრობენ უკანონო ფინანსური ტრანზაქციების გამო,  მოსალოდნელ საფრთხეებზეც. ბიძინა ივანიშვილტან ერთად პეტიციის ხელმომწერები ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირებასაც ითხოვენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები