პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა | 11.03.2022

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. პროექტი დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა წარუდგინა.  მიუხედავად იმისა რომ ოპოზიციას რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, კონკრეტული შენიშვნები ჰქონდა,  მას მხარი ერთხმად დაუჭირეს.  რეზოლუცია 13 პუნქტისაგან შედგება და ყველაზე მნშვნელოვანი ბოლო პუნქტია, რომლის მიხედვითაც საქართველო მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ ყველა ნაბიჯი გადადგან საქარველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

13 პუნქტისგან შემდგარ პროექტში გამოხატულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი პარლამენტის მოწოდება, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.  საკითხის განხილვა სავარაუდოდ,  მომდევნო კვირას პლენარულ სხდომაზე მოხდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები