რუსეთის მიზანი უკრაინაში მოქმედი ხელისუფლების ჩამოგდება არ არის – მარია ზახაროვა | 09.03.2022

რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ხვალ გაიმარტება. სერგეი ლავროვსა და დმიტრო კულებას შორის შეხვედრა ანტალიაში შედგება. განცხადება დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა. როგორც ზახაროვამ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რუსეთის მიზანი უკრაინაში მოქმედი ხელისუფლების ჩამოგდება არ არის. ზახაროვას თქმით, ომის მიზანი დონბასის პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების დაცვაა, რომლებიც მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. ოფიციალური მოსკოვი სავარუდოდ რიტორიკას ცვლის, რადგან ომის დაწყების პირველ დღეებში ვლდაიმერ პუტინი  უკრაინელი სამხედროების  მოუწოდებდა  მოაწყოთ  გადატრიალება და ხელისუფლება ხელში აეღოთ.  უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებას მან მაშინ „ნარკომანებისა და ნეონაცისტების ბანდა“ უწოდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები