ოპოზიცია ავიაკომპანია Georgian Airways- ი მტერთან გარიგებაში ადანაშაულებს | 09.03.2022

ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტებისა და საზოგადოების კრიტიკის ფონზე Georgian Airways-მა გადახდის სისტემებიდან რუსული Мир-ი ამოიღო და მათ საიტზე გადახდა კვლავ მხოლოდ VISA-თა და Mastercard-ით არის შესაძლებელი.

ოპოზიციამ ავიაკომპანია Georgian Airways- ი დღეს  მტერთან გარიგებაში დაადანაშაულა. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თქვა, ავიაკომპანიის ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

კომპანია “აირზენა” რუსეთისთვის კომფორტის შექმნაში  დაადანაშაულეს სამოქალაქო აქტივისტებმაც. კომპანიის ოფისთან დღეს აქცია გაიმართა, რომელზეც აირზენას ხელმძღვანელობას  მოღალატეები უწოდეს.

7 მარტს ავიაკომპანია Georgian Airways საიტზე გადახდის სისტემაში Mastercard-სა და VISA-ს გვერდით რუსული Мир-იც გაჩნდა. ფინანსური სანქციების შემდეგ ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსულ ბარათებს ფლობენ, ივაჭრონ ონლაინ ან საზღვარგარეთ გადარიცხონ ფული, თუმცა არა ყველგან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები