ხმაური ბიუროზე -არავის მივცემთ საშუალებას, საქართველო ჩათრეული იყოს სამხედრო კონფლიქტში | 07.03.2022

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ  სხდომაზე უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ქართველი კოლეგებისადმი მიმართვის ჩანაწერის ჩართვა სცადა, თუმცა მას ამის საშუალება პარლამენტის თავმჯდომარემ  არ მისცა და მანდატურს მიკროფონი გამოართვევინა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირობებში რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები დააზარალებს არა მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლებს, არამედ ზოგადად ქვეყანას, რომელიც შეიძლება საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოხვდეს.  კრიტიკას მმართველი გუნდის წევრებმა ურთიერთბრალდებებით უპასუხეს. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ოპოზიცია ცდილობს  საქართველო  სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები