ჰააგის სასამართლომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სამხედრო დანაშაულის საქმეზე გამოძიება დაიწყო | 04.03.2022

ჰააგის სასამართლომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სამხედრო დანაშაულის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმის შესახებ, მთავარმა პროკურორმა პირველ სატელევიზიო ინტერვიუს დროს ისაუბრა.  ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის დანაშაულების გამოძიების თხოვნით, 39-მა სახელმწიფომ – მათ შორის, საქართველომაც მიმართა. ეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მიმართვაა – მისი ინიციატორი ბრიტანეთის ხელისუფლებაა.   მთავარი პროკურორის ინფორმაციით, პირველადი ანალიზის შემდეგ ჩანს, რომ უკრაინაში შესაძლოა ჩადენილი იყოს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოქცეული დანაშაულები.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები