საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინშია | 04.03.2022

საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინშია.  ოპოზიციაში საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთებას პოზიტიურად აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ  ქვეყანამ ევროპელ პარტნიორებთან მიღებული ყველა შეთანხმება უნდა შეასრულოს.

საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ქვეყანაა მზადაა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.  ამბობენ, რომ  მნიშვნელოვანია ოპოზიცია და მმართველი გუნდი  ამ საერთო ინტერესის გარშემო გაერთიანდეს.

საქართველომ ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. განაცხადი 2022 წლის 3 მარტით თარიღდება და მას ხელი უკვე მოაწერა  ქვეყნის პრემიერმა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები