233 რუსი სასულიერო პირი ომის წინააღმდეგ, პატრიარქი კირილი მათ რიცხვში არ არის | 02.03.2022

233 რუსი სასულიერო პირი ომის წინააღმდეგ – რუსეთის მართლადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები უკრაინაში ომის შეწუყვეტის მოთხოვნით განცხადებას აქვეყნებენ. მოთხოოვნას არ უერთდება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, პატრიარქი კირილი, რომელიც პუტინის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია.

“ჩვენ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები და დიაკვნები, ჩვენი სახელით მივმართავთ ყველას, ვისზეც არის დამოკიდებული ძმათამკვლელი ომის შეწყვეტა უკრაინაში, შერიგებისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით…ჩვენ ვგლოვობთ განსაცდელის გამო, რომელსაც დაუმსახურებლად დაექვემდებარნენ ჩვენი ძმები და დები უკრაინაში…მოვუწოდებთ ყველა მეომარ მხარეს დიალოგისკენ, რადგან ძალადობას სხვა ალტერნატივა არ აქვს. მხოლოდ სხვისი მოსმენის უნარს შეუძლია მოგვცეს იმედი იმ უფსკრულიდან ამოსასვლელად, რომელშიც ჩვენი ქვეყნები რამდენიმე დღეში ჩააგდეს. გააჩერეთ ომი!” – წერენ რუსი სასულიერო პირები.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები