რამდენად ეფექტურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წევრობისთვის | 02.03.2022

ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი უკვე მზად არის და  ის მომდევნო კვირას პარლამენტის ბიუროს ოფიციალურად წარედგინება. თუმცა ოპოზიცია პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტებს შენიშვნები აქვთ რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებითაც.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციის პროექტი პარლამენტში ოპოზიციის რამდენიმე დღიანი მოთხოვნის შემდეგ, გუშინ დაინიცირდა. 13 პუნქტისგან შემდგარ რეზოლუციააში გამოხატულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი პარლამენტის მოწოდება, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები