მესამე მსოფლიო ომი, თუ ეს მოხდება, იქნება ბირთვული და დამანგრეველი | 02.03.2022

“მესამე მსოფლიო ომი, თუ ეს მოხდება, იქნება ბირთვული და დამანგრეველი” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Aljazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ლავროვი ასევე აცხადებს, რომ არ დაუშვებს რუსეთი, უკრაინამ ბირთვული იარაღი მოიპოვოს. ”სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, მათ შორის კიევში, მიზნად ისახავს უკრაინის განიარაღებას. რუსეთი უკრაინას არ დაუშვებს ბირთვული იარაღის მოპოვებას”, –ციტირებს ტელეკომპანია ლავროვის სიტყვებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები