სააკაშვილის პასუხები “ქართულ ოცნებას” სასამართლოში – მესამე პრეზიდენტი შეუძლოდ გახდა | 01.03.2022

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე აგვისტოს ომზე ისაუბრა და მმართველ გუნდს უპასუხა. მსჯავრდებულმა თქვა, რომ 2008 წელს ყველა, ვინც ქვეყნიდან იყო წასული, სამშობლოს დასაცავად უკან დაბრუნდა. სააკაშვილი აცხადებს, რომ  რუსეთ-საქართველოს ომის დროს არცერთ მინისტრს და მაღალჩინოსანს ქვეყნის საზღვრები არ დაუტოვებია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინაში გადაყვანა კიდევ ერთხელ ითხოვა. მისი თქმით, უმძიმეს ვითარებაში ის უკრაინაში უნდა იყოს. სააკაშვილი ამბობს, რომ  მომდევნო დღეებში და საათებში რუსეთი უკრაინაში არაადამიანურ დაბომბვებს დაიწყებს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი საბადრაგო სამსახურმა  პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნა. ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა  საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ექსპრეზიდენტის გარეშე გაგრძელდა. საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები