ბაჩო ახალაიამ ციხე დატოვა – “პოლიტიკოსობას არ ვაპირებ” | 01.03.2022

“პოლიტიკოსობას არ ვაპირებ” – ეს განცხადება  საპატიმროს დატოვების შემდეგ, ბაჩო ახალიამ გააკეთა.  ცხრა წლიანი პატიმრობის შემდეგ,  თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ციხე დღეს დატოვა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრს ციხესთან  ოჯახის წევრები, მეგობრები, ყოფილი  თანაგუნდელები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ. ადგილზე მივიდა ” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიაც.

ბაჩო ახალაია სასჯელს 9 წელი და 4 თვე სამარტოო საკანში,  პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე იხდიდა. ის მსჯავდებული იყო  ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციისა და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეებზეც.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები