320-ე საკანში სააკაშვილის შიმშილობის დღეების ხელახლა ათვლა დაიწყო | 22.02.2022

მიხეილ სააკაშვილი კვლავ  პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და საპატიმროში ჰოლანდიელი და უკრაინელი ექიმების დაშვებას ითხოვს.  მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, რომ შიმშილობის გამოცხადების შემდეგ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო საყურადღებო გახდა. ადვოკატი პენიტენციური სამსახურის და სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამის პასუხებს მოითხოვს.

მიხეილ სააკაშვილმა უვადო სრული შიმშილობა გუშინ სასამართლო პროცესზე გამოაცხადა.  თქვა,რომ  მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე. ექსპრეზიდენტი  ფიქრობს, რომ  მას  საქართველოში პუტინის დავალებით კლავენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები