მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე, დაპირისპირების შედეგად 8 პირი დააკავეს | 22.02.2022

მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ  აქციაზე, დაპირისპირების შედეგად 8 პირი დააკავეს.  ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ ასევე, შენობაში პრემიერის შეცილება ბანერების და შეძახილების ფონზე სურდათ, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა აქციის 8 მონაწილე, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. მოძრაობა “საქართველოს” წევრების თქმით,  მოქალაქეებს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება არ ეძლევათ, რაც „შემდგარი რუსული დიქტატურაა“.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები