კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო | 22.02.2022

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება. მსუბუქდება კვების ობიექტებში სტუმართა რაოდენობაზე არსებული  შეზღუდვაც.  დაწესებულებები თავისუფლდებიან თერმოსკრინინგისა და დეზობარიერების ქონის ვალდებულებისგან. საბჭოს გადაწყვეტილებითვე,  პირველი  მარტიდან  საზღვარზე შემოსვლას უცხოელები უკვე PCR ტესტის პასუხითაც შეძლებენ, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, სავალდებულო იზოლაციის ვადა 8-იდან 5 დღემდე შემცირდება.  მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 მარტიდან დასაშვები ხდება  კლუბების ფუნქციონირებაც. 15 მარტიდან კი  მოქალაქეები კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეძლებენ. საბჭოს წევრები გადაწყვეტილებას  ომიკრონთან მიმართებაში რეგულაციების არაფექტურობით ხსნიან.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კი  კლებას აგრძელებს. ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად, ინფექცია 12 101  პირს დაუდასტურდა.  გარდაცვლილთა რიცხვს კი   45 ადამიანი შეემატა.

არსებული ეპიდვითარების ფონზე, საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქებას აანონსებს. თუმცა მანამდე  მთავარ მოწოდებად  პირბადის ტარებას და ვაქცინის გაკეთებას  ტოვებენ. საბჭოს  სხდომები კი დღეიდან, ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები