სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის პასუხი სააკაშვილს | 21.02.2022

“ხარჯებთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებაზე მთავრობის ადმინისტრაციას უნდა მიმართოს”-  ასეთია სალომე ზურაბიშვილის პასუხი  მიხეილ სააკაშვილის ღია წერილზე. პატიმარმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილს გასულ კვირას მიმართა და მოუწოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გაწეულ ხარჯებს გრიფი მოხსნას. ექს პრეზიდენტი თვლის, რომ ამით დადასტურდება, რომ პროცედურები, რომელსაც  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას ე.წ. პიჯაკების საქმეში ედავებიან კანონიერი იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ  დოკუმენტების გასაჯაროებისთვის მთავრობას უნდა მიმართოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები