უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ნატო-ში საქართველოზეც მსჯელობენ | 17.02.2022

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ნატო-ში საქართველოზეც მსჯელობენ. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ და  და იენს სტოლტენბერგმა  უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე, რომელიც გაზაფხულზე საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები