„პოლიტიკური რეპრესიების პირდაპირი მტკიცებულება“- კონსულტაციები ბადრი ჯაფარიძის მხარდასაჭერად | 17.02.2022

პარტია “ლელოს”  ლიდერისთვის,  საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საუბრისას, “ქართული ოცნების” თავჯდომარე ამბობს, რომ გუნდმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.  ირაკლი კობახიძის თქმით, თუკი ბადრი ჯაფარიძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა, შეიძლებოდა სასჯელი შემსუბუქდებოდა. ამ განცხადებების ფონზე,  კობახიძე   ოპონენტებზე პოლიტიკური  შურისძიების შესახებ  ბრალდებას  არ ეთანხმება.

“ქართული ოცნების” თავჯდომარის განცხადებას, პოლიტიკური რეპრესიების პირდაპირ მტკიცებულებად აღიქვამს ოპოზიცია.  სწორედ ამიტომ ისინი ჯაფარიძისთვის  მანდატის დასაბრუნებლად  ერთიან ბრძოლას აგრძელებენ.  ბადრი ჯაფარიძეს რუსთავის  შუალედურ არჩვნებში “ნაციონალური მოძრაობის”, “სტრატეგია აღმაშენებელის” და “დროას” მხარდაჭერა აქვს.

ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერას არ აპირებს პარტია მოქალაქეები. როგორც ალეკო  ელისაშვილმა თქვა, მათ რუსთავში საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ. “ლელოს” ლიდერის მხარდაჭერას ამ ეტაპზე არ გეგმავს არც გახარიას პარტია. გადაწყვეტილება არ მიუღია “ევროპული საქართველოს”.

2 აპრილს ამომრჩევლები რუსთავში პარლამენტის, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ.   თუ ბადრი ჯაფარიძე რუსთავში გაიმარჯვებს ის მე-10 მოწვევის პარლამენტში მეორედ გახხდება დეპუტატი. ლელოს ლიდერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი,   სასამართლოს განაჩენი გახდა.  ჯაფარიძესტან ერთად მანდატი შეუწყვიტეს შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას. საკანონმდებლო ორგანოში კი ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც “ქართული ოცნების” წევრმა,  ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი რუსთავის მერად არჩევის გამო  დატოვა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები