რუსეთი ოკუპანტია! უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია ბათუმში | 16.02.2022

ოპოზიციის ორგანიზებით, უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, უკრაინის საელჩოსთან, ოპოზიციის წარმოამდგენლები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. ამ ფორმით, მათ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მთავარი ლოზუნგი ევროპული არჩევანია. აქციის მონაწილეების თქმით, უკრაინასა და საქართველოს ერთი მტერი ჰყავთ და ეს რუსეთია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სოლიდარობის ნიშნად, მკვეთრი განცხადებები უნდა გააკეთოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები