“სრულ იზოლაციაში აქცევენ ეროვნულ მუზეუმს” – სალაძე | 11.02.2022

“კულტურის მინისტრი და ეროვნული მუზეუმის დირექტორატის უმრავლესობა მუზეუმის წინააღმდეგ თავდასხმებს აგრძელებენ” – განცხადება დღეს  საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნების მუზეუმისთვის“ წევრმა, იურისტმა სულხან სალაძემ გააკეთა. როგორც სალაძე განმარტავს, ეროვნული მუზეუმის დირექტორატმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, „რუსთაველის ფონდის“ მიერ დაფინანსებულ 13 პროექტზე უარი თქვა. მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ქართული მეცნიერების წინააღმდეგ თავდასხმაა. საინიციატივო ჯგუფი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების დროული გამოყენებისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები