2021 წლის მსოფლიო დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ქულა შემცირდა და 5,12-ზე ჩამოვიდა | 10.02.2022

2021 წლის მსოფლიო დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ქულა შემცირდა და 5,12-ზე ჩამოვიდა. ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგში “ჰიბრიდული რეჟიმის” სტატუსით 91-ე ადგილს იკავებს. რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს სომხეთი და უკრაინა უსწრებს. კვლევას The Economist-ი აქვეყნებს.  გამოცემის შეფასებით, 2021 წელს დემოკრატიამ მკვეთრი ვარდნა განიცადა. მსოფლიო საშუალო სარეიტინგო ქულა, რომელიც  2020 წელს 5.37 იყო , გასულ წელს 5.28-მდე დაეცა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები