საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში დღეს პოლიტიკოს ქალებს შეხვდა | 10.02.2022

ეროვნული თანხმობის პროცესი გრძელდება. საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში დღეს პოლიტიკოს ქალებს შეხვდა.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. თუმცა, შეხვედრის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში ნინო ბურჯანაძემ რეზიდენცია დატოვა. თქვა, რომ  ამ ფორმატში მისი  ადგილი არ არის.  ოპოზიციის სხვა  წევრებიც პროცესს სკეპტიკყრად უყრებენ და რაიმე შედეგის იმედი ნაკლებათ აქვთ.  თუმცა შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე თანხმდება, რომ შერიგება აუცილებელია.

ცნობისთვის, ეროვნული თანხმობის პროცესი უკვე 2 თვეა გრძელდება. 10 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ქვეყანასი პოლარიზაციის დასრულებას ეცდება და დაპისპირებულ მხარეებთან საერთო ენას გამონახავს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები