მოვუწოდებთ პარლამენტს, მხარი არდაუჭიროს ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტას – არასამთავრობების მიმართვა | 10.02.2022

არასამთავრობო ორგანიზაციები  პარლამენტს მოუწოდებენ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს. განცხადებას ორგანიზაციები “სამართლიანი არჩვენები-საქართველო” და “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” ავრცელებენ. მათი შეფასებით, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტას მყარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგან, მათი განმარტებით, მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს არ წარმოადგენს. მათივე თქმით, ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის დეპუტატის მანდატის გაუქმების საფუძვლად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლი განიხილება, რაც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენის გამო ითვალისწინებს. ორგანიზაციები თვლიან, რომ ნათელაშვილისა და ხოშტარიას  საჯარო განცხადებები პარლამენტში არშესვლის შესახებ შეიძლება, ჩაითვალოს, ბოიკოტის გამოცხადებად, როგორც ბოიკოტის ეკვივალენტური.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები