ლევან ხაბეიშვილი „თელმიკოს“ მოსახლეობის ძარცვაში ადანაშაულებს | 07.02.2022

კომუნალური გადასახადების გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით მოსალეობას იურიდიულ დახმარებას სთავაზობს “ნაციონალური მოძრაობა”. სპეციალურ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა თანხების ზედმეტად დარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები მათ ოფისში მიიტანონ. პარტია მათ სემეკისთვის მიმართვაში და ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნებაში დახმარებას პირდება. ხაბეიშვილი კომპანია “თელმიკოს” მოსახლეობის ძარცვაში ადანაშაულებს და საკითხით დაინტერესებისკენ გენერალურ პროკურატურასაც მოუწოდებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები