რაზე ისაუბრეს ვახტანგ გომელაურმა და ნიკოლ ფაშინიანმა – შს მინისტრი სომხეთში | 03.02.2022

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ვახტანგ გომელაური  ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსსაც შეხვდა. მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისათვის მზაობა გამოთქვეს. შეხვედრის დასასრულს კი სომხეთის პოლიციის უფროსმა ქართველი კოლეგა და საქართველოს დელეგაციის წევრები მედლებით დააჯილდოვა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები