ანტიკორუფციული მოძრაობა პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სარჩელებს ამზადებს | 03.02.2022

ანტიკორუფციული მოძრაობა პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სარჩელებს ამზადებს. მოძრაობის წევრებმა დღეს პარლამენტში სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართეს და კორუფციის კუთხით ქვეყანაში შექმნილ მძიმე რეალობაზე ისაუბრეს. მათი თქმით,  ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ ქვეყანა ეკონომიკური პოლიტიკის, მმართველობის და კორუფციის მიმართულებით საერთაშორისო რეიტინგებში უკან იხევს, ამის მიზეზი კი მიკერძოებული სასამართო, საგამოძიებო სისტემა და ანტიკორუფციული პოლიტიკის არაეფექტურობაა. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ, ვინც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი და სოციალური უთანასწორობა შექმნა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები