კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი ყოველდღიურად ფიქსირდება | 02.02.2022

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც ქვეყანაში მწვანე პასპორტები გაუქმდა,  უკვე მეორე დღეა რაც დარგის სპეციალისტების კრიტიკის საგანია. საგანგაშო ეპიდვითარების ფონზე, ამ მექანიზმის გაუქმება  მიუღებელი აღმოჩნდა იმუნიზაციის საბჭოს წევრისთვის და იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელისთვის. ივანე ჩხაიძის შეფასებით,  ჯანდაცვის სექტორის ეს გადაწყვეტილება  ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვის კიდევ უფრო ზრდას გამოიწვევს.

მწვანე პასპორტების გაუქმებასთან დაკავშრებით, საკოორდინაციოს საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება  რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარეც. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ მწავნე ბარათები მნიშვნელოვი რეგულაცია იყო, რომელსაც პანდემიის მართვაში დიდი როლი უნდა შეესრულებინა, თუმცა ის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი აღმოჩნდა. მისივე თქმით, ვირუსსის გავრცელება იმდენად დიდია, რომ რეგულაციის არსებობას აზრი აღარ აქვს.

ქვეყანაში კი კორონავირუსით ინფიცირების  ანტირეკორდი ყოველდღიურად ფიქსირდება.  ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად ინფექცია 26 320 პირს  დაუდასტურდა.  გარდაცვლილთა რიცხვს კი  44 ადამიანი შეემატა.  ქვეყანა სიკდვილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები