7-თვიანი ბოიკოტი დასრულებულია -“ოცნება” ოპონენტებისგან დესტრუქციული ქმედებების ახალ სერიას ელოდება | 31.01.2022

“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება.  ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება დღეს მედიას ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ  გააცნო და თქვა, რომ მიზანი, იმ  დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა,  რომელიც  მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფატქებს გამოავლენს. პარტიის დღის წესრიგში რჩება საპროტესტო აქციები.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას მიესალმება საპარლამენტო ოპოზიცია.  ამბობენ, რომ მათ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ.  რაც შეეხება საგამოძიბეო კომისიის შექმნის ინიციატივას,  ოპოზიცია ამ ეტაპზე კონკრეტულ პოზიციას არ აფიქსირებს.

“ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში დაბრუნებასთან ერთად , მმართველი პარტია ოპონენტებისგან დესტრუქციული ქმედებების ახალ სერიას  ელოდება. ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები  ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სისტემის მტრები არიან. “ქართული ოცნებისთვის” არასერიოზულია ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებითადაც.

“ნაციონალური მოძრაობა” საგაზაფხულო სესიას უკვე ხვალიდან დაესწრება. ბოიკოტის მიზეზი კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, ასევე გასული წლის 5 ივლისს, ჰომოფობიურის კგუფების მიერ მედიაზე განხორციელებული ძალადობა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები