ძალოვანი უწყებების მხრიდან მოქალაქეების უფლებების დარღვევებზე მონიტორინგი – „ლელოს“ ინიციატივა | 31.01.2022

ძალოვანი უწყებების მხრიდან მოქალაქეების უფლებების დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით ფრაქცია “ლელო“ ინიციატივით გამოდის და საპარლამენტო მონიტორინგს იწყებს. პარტიის წევრები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ და მათგან ამ მიმართულებით ინფორმაცია მოისმინეს.