პრემიერის მეუღლეს ტყე კი არ აჩუქეს, არამედ ვალდებულებებით გადასცეს – სოფლის მეურნეობის მინისტრი | 31.01.2022

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლისთვის ბაკურიანში ტყის გადაცემაზე დღეს განმარტებები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ პრემიერის  მეუღლეს ტყე კი არ აჩუქეს, არამედ ვალდებულებებით გადასცეს. მისივე თქმით, ტყის  ობიექტის აღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, თუ ის საიჯარო ხელშეკრულებაში გაწერილ ვალდებულებებს შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ  დაბა ბაკურიანში 6 ათას  კვ/მ-დე  ფართობი ტყე 49 წლით სარგებლობაში პრემიერ ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს, გასული წლის დეკემბერში გადასცეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები