მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის ვადა იწურება | 31.01.2022

მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, ციხეში პირადი ექიმის შესვლას და ადვოკატებთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლებას ითხოვს. თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი კვლავ პროტესტის უკიდურეს ფორმებს აანონსებს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საჭიროებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, მესამე პრეზიდენტის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, თუმცა, როგორც მინისტრმა განაცხადა, ექიმებს მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებიათ.

სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა, აქვს წონასწორობის დარღვევა, სისუსტე და პოსტტრავმული, ნერვული აშლილობა.  მედიკოსები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია  მსჯავრდებულის  მედიკამენტურ მკურნალობას დაემატოს  ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.  სამედიცინო ექსპერტების შეფასებით, ამ ფონზე შიმშილობის დაწყება, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების საფუძველი გახდეს.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები