ეპიდემიოლოგები ომიკრონით ინფიცირების პიკს თებერვლის პირველ კვირაში უცდიან | 31.01.2022

ქვეყანაში  ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმე რჩება. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35 ადამიანი კი გარდაიცვალა. იზრდება ომიკრონის შტამით ინფიცირების მაჩვენებელიც, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საველე ჰოსპიტლების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას. მისივე თქმით, სამინისტრო მხოლოდ  ონლაინ კლინიკების დამატებას განიხილავს.

ეპიდემიოლოგები ომიკრონით ინფიცირების პიკს თებერვლის პირველ კვირაში ელოდებიან,  შემდეგ კი სტატისტიკამ კლება უნდა დაიწყოს. ამბობენ, რომ    ომიკრონის შტამი დელტა შტამთან შედარებით,    მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, თუმცა ქვეყანაში უკვე დადასტურდა „ომიკრონით“ გარდაცვალების შემთხვევა. ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები