შეხვედრა სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებთან | 28.01.2022

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ.  შეხვედრას  სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და იურისტებიც ესრებოდნენ. დევნილები ამბობენ, რომ პოზიცები გაცვალეს, თუმცა სამინისტროს მხრიდან კონკრეტული სამოქმედო გეგმა ვერ მოისმინეს და მხოლოდ დაპირება მიიღეს, რომ  ბინები წლის ბოლომდე გადაეცემათ. ამასთან აღინიშნა, რომ მომავალ შეხვედრაზე იმ კრიტერიუმებზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვითაც ოჯახები ბინებით დაკმაყოფილდებიან. 16 ოჯახს საცხოვრებელი ფართები უკვე გადაეცა, თუმცა 120-მდე ოჯახი ბინებით დროულად უზრუნველყოფას და სახელმწიფოსგან კომპენსაციის თანხის გაზრდას მოითხოვს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები